კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში კომენდანტის საათი დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სალონიკში კომენდანტის საათი დღეიდან ამოქმედდება და ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.
სამოქალაქო დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სალონიკი და მეზობელი რეგიონი ქალკედონი, ქალაქ ლარისასთან ერთად, 1-ლი ოქტომბრიდან მეოთხე დონის შეზღუდვებზე გადავა.
საბერძნეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 33 ადამიანი გარდაიცვალა.