logo_geo
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში კომენდანტის საათი დაწესდა
- +

1 ოქტომბერი. 2021. 20:40

 

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში კომენდანტის საათი დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

სალონიკში კომენდანტის საათი დღეიდან ამოქმედდება და ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

 

სამოქალაქო დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სალონიკი და მეზობელი რეგიონი ქალკედონი, ქალაქ ლარისასთან ერთად, 1-ლი ოქტომბრიდან მეოთხე დონის შეზღუდვებზე გადავა.

 

საბერძნეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 33 ადამიანი გარდაიცვალა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი