logo_geo
პენტაგონი სირიაში „ალ-კაიდას“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება
- +

1 ოქტომბერი. 2021. 22:05

 

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ალ-კაიდას“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება.

 

პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 სექტემბერს, იდლიბის მახლობლად საჰაერო დარტყმების დროს ლიკვიდირებული იყო „ალ-კაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი, კერძოდ სალიმ აბუ-აჰმადი.

 

პენტაგონში აღნიშნავენ, რომ სალიმ აბუ-აჰმადი პასუხისმგებელი იყო რეგიონის მასშტაბით თავდასხმების დაგეგმვასა და დაფინანსებაზე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი