logo_geo
მიხეილ სააკაშვილი უკრაინულმა არხებმა შავ სიაში შეიყვანეს!
- +

3 მაისი. 2017. 03:20



საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბენატორმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ტელეგადაცემის შესახებ ისაუბრა.


სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გადაცემა არის უკიდურესად მწვავე და ის რეალურად ასახავას უკრაინაში არსებულ ვითარებას და არა ხელისუფლებას დაქვემდებარებული ტელევიზიების მიერ ნაჩვენებ ყოველდღიურობას.


მისი თქმით, უკრაინის ტელევიზიების უდიდესი ნაწილის საინფორმაციო პოლიტიკა პირდაპირ განისაზღვრება ქვეყნის პრეზიდენტის აპარატთან ერთად. სააკაშვილი ამბობს, რომ არსებობს ე.წ შავი სიები, რომელშიც ისიც მოხვდა, რის გამოც უმსხვილესმა სატელევიზიო არხებმა  დაბლოკეს და ერთადერთი ადგილი, სადაც  ღიად საუბრობს არის ტელეკომპანია „ზიკი"


სწორედ ამ ტელევიზიის ეთერში გადის მისი საავტორო გადაცემა „სხვა უკრაინა", რომელშიც საუბარია  უკრაინის მოქმედ ხელისუფლებაში მყოფი პირების კორუფციული საქმიანობის და უფლებამოსილების გადაჭარბების შესახებ.


ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მის გადაცემაში არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს შესახებაც იქნება საუბარი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი