logo_geo
ინდოეთში, ფერმერების უფლებების დასაცავად გამართულ აქციაზე 10-მდე ადამიანი მოკლეს
- +

4 ოქტომბერი. 2021. 11:16

 

 

„ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სულ მცირე, 8 ადამიანი მოკლეს“, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

 

მოკლულთა შორის ოთხი ფერმერია. ისინი ფერმერულ საქმიანობასთან დაკავშირებით შემუშავებულ ახალ კანონს აპროტესტებდნენ, რა დროსაც, დემონსტრანტებში ავტომანქანები შევარდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ ფედერალური მინისტრის ვაჟთან დაახლოებული პირები მართავდნენ.

 

ინდოეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ რეფორმები სოფლის მეურნეობის სექტორს უფრო თავისუფალს გახდის, ფერმერები კი მიიჩნევენ, რომ ცვლილებების შედეგად შემოსავალს დაკარგავენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი