logo_geo
ისრაელში ე.წ. „მწვანე საშვს“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ სამჯერ აცრილი მოქალაქეები მიიღებენ
- +

4 ოქტომბერი. 2021. 13:35

 

 

ისრაელში ე.წ. „მწვანე საშვს“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ სამჯერ აცრილი მოქალაქეები მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

ე.წ. „მწვანე საშვი“ ისრაელის მოქალაქეებს რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და მრავალ სხვა ადგილში შესვლის საშუალებას აძლევს.

 

ახალი „მწვანე საშვი“ მათთვის გაიცემა, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამი დოზა მიიღო ან კორონავირუსისგან ახლახან გამოჯანმრთელდა. მანამდე ე.წ. „მწვანე საშვი“ ორჯერ აცრილებისთვის გაიცემოდა.

 

ისრაელის 9.4-მილიონიანი მოსახლეობის 37%-მა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უკვე მიიღო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი