logo_geo
ჯო ბაიდენი: თუ კონგრესი დავალიანების ზღვარს ვერ გაზრდის, ეს საფრთხეს შეუქმნის დოლარის როგორც მსოფლიოს სარეზერვო ვალუტის სტატუსს
- +

5 ოქტომბერი. 2021. 03:00

 

 

„თუ კონგრესი დავალიანების ზღვარს ვერ გაზრდის, ეს საფრთხეს შეუქმნის დოლარის როგორც მსოფლიოს სარეზერვო ვალუტის სტატუსს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

 

„დავალიანების ლიმიტის არგაზრდა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონგრესის მზადყოფნას შეასრულოს ჩვენი ვალდებულებები, რომელიც ჩვენ უკვე ავიღეთ. ეს ძირს უთხრის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის ფასიანი ქაღალდების უსაფრთხოებას და საფრთხეს შეუქმნის დოლარის როგორც მსოფლიოს სარეზერვო ვალუტის სტატუსს. ამერიკის საკრედიტო რეიტინგი შემცირდება, საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე, ავტოსესხებზე, საკრედიტო ბარათებსა და სესხებზე გაიზრდება“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელები“ იმაში დაადანაშაულა, რომ მათ „დემოკრატებთან“ ერთად წარსულში წარმოქმნილი ვალების გადახდის მიზნით დავალიანების ლიმიტის გაზრდაზე უარი განაცხადეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი