logo_geo
ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად დონალდ ტრამპი უმდიდრესი ამერიკელების სიაში ვერ მოხვდა
- +

5 ოქტომბერი. 2021. 22:29

 

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად ვერ მოხვდა 400 უმდიდრესი ამერიკელის სიაში, რომელსაც ყოველწლიურად ჟურნალი Forbes ადგენს.

 

გამოცემამ ტრამპის ქონება 2,5 მილიარდ დოლარად შეაფასა, პანდემიის დროს ის 600 მილიონი შემცირდა. რეიტინგის ბოლო ადგილზე მოსახვედრად ტრამპს 400 მილიონი დააკლდა.

 

რეიტინგის ლიდერი კი Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ზებოსია (201 მილიარდი), მეორეზე Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი (190,5 მილიარდი), მესამე კი Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი (134,5 მილიარდი).

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი