logo_geo
იენს სტოლტენბერგი: ჩინეთს მოწინააღმდეგედ ან მტრად არ განვიხილავთ
- +

6 ოქტომბერი. 2021. 21:23

 

 

„ჩინეთს მოწინააღმდეგედ არ განვიხილავთ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში.

 

„ჩინეთს მოწინააღმდეგედ ან მტრად არ განვიხილავთ. ჩინეთთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვითანამშრომლოთ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. არ არსებობს გზა, რომლითაც მსოფლიოში ემისიები ჩინეთის ჩართულობის გარეშე შემცირდება. ჩინეთთან იარაღის კონტროლის საკითხი უნდა განვიხილოთ. ასე რომ, ჩინეთთან პოლიტიკურად უნდა ვითანამშრომლოთ. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ ჩინეთის აღმავლობას“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთს მალე მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა ექნება.

 

„მათ უკვე აქვთ მსოფლიოში მეორე უმსხვილესი თავდაცვის ბიუჯეტი, ყველაზე დიდი საზღვაო ფლოტი. ისინი დიდ ინვესტიციებს დებენ ახალ თანამედროვე შესაძლებლობებში, მათ შორის ბირთვულ შესაძლებლობებში. ჩვენ ვხედავთ ბევრად უფრო აგრესიულ ჩინეთს, მაგალითად, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისათვის და ამიტომ ნატომ უნდა უპასუხოს ამას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი