logo_geo
ჯანმომ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა
- +

7 ოქტომბერი. 2021. 10:40

 

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის RTS,S გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატი ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ GlaxoSmithKline (GSK) შექმნა. კლინიკური ტესტირების ფარგლებში პრეპარატის 2,3 მილიონი დოზა იყო ადმინისტრირებული. ვაქცინამ მალარიის მძიმე შემთხვევების რაოდენობა 30%-ით შეამცირა.

 

„კარიერის დასაწყისში მალარიას ვიკვლევდი და მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როდესაც ამ ძველი და საშიში დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა გვექნებოდა. ეს ისტორიული დღე დადგა. დღეს ჯანმო მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის ფართო გამოყენების რეკომენდაციას გასცემს“, - განაცხადა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროდ ადჰანომ გებრეიესუსმა.

 

 

 

big_banner
არქივი