logo_geo
სასამართლომ ტეხასში აბორტების აკრძალვის შესახებ ახალი კანონის მოქმედება დროებით შეაჩერა
- +

7 ოქტომბერი. 2021. 12:02

 

ფედერალურმა მოსამართლე რობერტ პიტმანმა ტეხასში აბორტების საწინააღმდეგო კანონის მოქმედება დროებით შეაჩერა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ამგვარად მოსამართლემ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელმაც კანონის გამო ტეხასის შტატს უჩივლა. პიტმანის განცხადებით, აკრძალვის ამოქმედების შემდეგ „ქალებს საკუთარი ცხოვრების კონტროლს უკანონოდ უშლის“.

 

აბორტების საწინააღმდეგო კანონი ტეხასში სექტემბერში ამოქმედდა. ის ორსულობის შეწყვეტას ნაყოფის გულისცემის აღმოჩენის შემდეგ კრძალავს. ეს ორსულობის დაახლოებით მეექვსე კვირას ხდება, როცა ქალების უმეტესობამ არ იცის, რომ ფეხმძიმედაა.

 

კანონით, აშშ-ის ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს, სასამართლოში უჩივლოს მას, ვინც აბორტს ატარებს ან პროცედურის ჩატარებას ხელს უწყობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოსარჩლე 10 ათას დოლარს მიიღებს.

 

ტეხასის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ პიტმანის გადაწყვეტილებას აშშ-ის მეხუთე ოლქის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, რომელიც ქვეყანაში ყველაზე კონსერვატიულ სააპელაციო სასამართლოდ ითვლება.

 

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/221576/sasamartlom-tekhasshi-abortebis-akrdzalvis-shesakheb-akhali-kanonis-moqmedeba-droebit-sheachera

 

 

big_banner
არქივი