იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის გამო, სარკინიგზო ხაზები გაჩერდა, თუმცა სერიოზული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოს აღმოსავლეთით, ჩიბას პრეფექტურაში იყო. მიწისძვრის შედეგად ცუნამის საფრთხე არ არის.