logo_geo
ტოკიოში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- +

7 ოქტომბერი. 2021. 19:16

 

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის გამო, სარკინიგზო ხაზები გაჩერდა, თუმცა სერიოზული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

 

მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოს აღმოსავლეთით, ჩიბას პრეფექტურაში იყო. მიწისძვრის შედეგად ცუნამის საფრთხე არ არის.

 

 

big_banner
არქივი