logo_geo
ჯო ბაიდენი ბიზნესს მიმართავს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს
- +

8 ოქტომბერი. 2021. 10:07

 

 

 

ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა ვაქცინაციაზეა დამოკიდებული, ამიტომ, შტატების პრეზიდენტი მოუწოდებს ბიზნესს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო გახადონ.

 

“აუცრელების პანდემიამ გადაავსო ჩვენი საავადმყოფოები. აუცრელი ადამიანების გამო არ არის ადგილი მათთვის, ვისაც გულის შეტევა აქვს ან ონკოლოგიური ოპერაცია აქვს დაგეგმილი”, – აცხადებს ბაიდენი.

 

სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ფედერალური მოხელეებისა და იმ კერძო კომპანიების თანამშრომლებისთვის, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახადა. ეს ბრძანება ეხება დაახლოებით 100 მილიონ ადამიანს.

 

 

 

big_banner
არქივი