logo_geo
„თალიბანის“ წევრები აშშ-ის წარმომადგენლებს კატარში შეხვდნენ
- +

9 ოქტომბერი. 2021. 23:11

 

 

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა „თალიბანის“ წევრებთან მოლაპარაკებები გამართეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა ყატარში გაიმართა. აშშ-ის მაღალი დონის დელეგაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ისა და აშშ-ის დაზვერვის თანამდებობის პირები შედიან. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, ეს აშშ-ისა და „თალიბანის“ წარმომადგენლებს შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრა იყო.

 

მოლაპარაკებების შემდეგ „თალიბანის“ მიერ დანიშნულმა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ ხან მოთაქიმ განაცხადა, რომ მოძრაობამ ამერიკულ მხარეს ქაბულსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ახალი ფურცლის გახსნა შესთავაზა. ამასთან, „თალიბებმა“ აშშ-ის დელეგაციას მოუწოდებს არ ჩაერიონ ავღანეთის შიდა საქმეებში და პატივი სცენ ქვეყნის სუვერენიტეტს.

 

მოთაქიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები „თალიბანს“ დაპირდნენ, რომ ავღანეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს მიაწვდიან.

 

თავის მხრივ, აშშ-ში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები არ ნიშნავს იმას, რომ აშშ „თალიბანს“ აღიარებს.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/221906/talibanis-tsevrebi-ashshis-tsarmomadgenlebs-katarshi-shekhvdnen

 

 

big_banner
არქივი