logo_geo
ბრაზილიის პრეზიდენტი აუცრელობის გამო საფეხბურთო მატჩზე არ შეუშვეს
- +

11 ოქტომბერი. 2021. 23:05

 

 

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ არ შეუშვეს ქვეყნის ჩემპიონატის მატჩზე, რომელშიც „სანტოსი“ და „გრემიო“ ხვდებოდნენ ერთმანეთს.

 

მან ვერ შეძლო სტადიონზე შესვლა, რადგან თამაშზე დაიშვებოდნენ მხოლოდ კორონავირუსზე ვაქცინირებული გულშემატკივრები.

 

 

„რაში მჭირდება ცნობა აცრის შესახებ? უბრალოდ, „სანტოსის“ თამაშის ნახვა მინდოდა, მე კი მეკითხებიან – აცრილი ვარ თუ არა. რისთვის? მე უფრო მეტი ანტისხეულები მაქვს, ვიდრე ნებისმიერ აცრილს“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

 

 

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბოლსონარუ არა ერთხელ გამოვიდა ვაქცინაციისა საიზოლაციო ზომების წინააღმდეგ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი