logo_geo
პოლ მაკარტნიმ „The Beatles“-ის დაშლის ინიციატორი დაასახელა
- +

13 ოქტომბერი. 2021. 13:14

 

 

 

ლეგენდარული ჯგუფის „The Beatles“-ის წევრმა პოლ მაკარტნიმ ჯგუფის დაშლის ინიციატორი დაასახელა.

 

როგორც პოლ მაკარტნიმ „BBC Radio“-სთან ინტერვიუში განაცხადა, ჯგუფის წევრებს შორის მომხდარი ერთ-ერთი კამათის შემდეგ ჯონ ლენონმა გადაწყვიტა, რომ ერთად მუშაობა უკვე შეუძლებელი იქნებოდა.

 

მუსიკოსის თქმით, საზოგადოებაში ჩამოყალიბდა აზრი, თითქოს ჯგუფის დაშლის ინიციატორი თავად მაკარტნი იყო, თუმცა ეს სიცრუეა.

 

„ჯგუფის დაშლა მე არ დამიწყია. ეს ჯონი იყო. ერთხელ ის შემოვიდა ოთახში და თქვა, რომ ჯგუფიდან მიდის. ჯონი და იოკო ახალ ცხოვრებას იწყებდნენ, და ამას ვერ შეეწინააღმდეგებოდი. მე მინდოდა, რომ ჯგუფს მოღვაწეობა გაეგრძელებინა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი იყო“, - აცხადებს მაკარტნი.

 

 

 

big_banner
არქივი