logo_geo
ანგელა მერკელი: ევროპა იმდენად ძლიერია, რამდენადაც ერთიანია
- +

14 ოქტომბერი. 2021. 21:31

 

 

ევროპა იმდენად ძლიერია, რამდენადაც ერთიანია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.

 

ანგელა მერკელის თქმით, ევროპაში უკვე რამდენიმე წელია, მოქმედებენ ძალები, რომლებიც ევროკავშირის დაყოფას ცდილობენ.

 

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს პრობლემები ექნება, თუ ეროვნულ ინტერესებს საერთო წარმატებაზე მაღლა დაყენებენ.

 

„როგორ გავუმკლავდებით ჩინეთის აღზევებას, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძალა, დამოკიდებული იქნება ევროპის ერთიანობაზე“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

 

big_banner
არქივი