logo_geo
ბრიტანელი დეპუტატი, რომელიც ეკლესიაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას დაჭრეს, გარდაიცვალა
- +

15 ოქტომბერი. 2021. 18:45

 

 

ბრიტანელი დეპუტატი დევიდ ემესი, რომელიც ესექსში, ეკლესიაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას დანით დაჭრეს, გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

სასწრაფო დახმარების ექიმებმა დევიდ ემესის დახმარება სცადეს, თუმცა, დეპუტატი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველების ცნობით, ის მარტო მოქმედებდა.

 

69 წლის კანონმდებელი ეკლესიაში თავისი საარჩევნო ოლქის მცხოვრებლებს ხვდებოდა, რა დროსაც მას დანით შეიარაღებული პირი დაესხა თავს.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი