logo_geo
ბრიტანელმა კაცმა დღე-ღამეში 51 პაბში დალია და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
- +

16 ოქტომბერი. 2021. 01:01

 

 

ბრიტანელმა კაცმა დღე-ღამეში 51 პაბში დალია და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

48 წლის მეტ ელისმა აღმოაჩინა, რომ გინესის რეკორდების წიგნში არ არსებობს რეკორდი დღე-ღამეში მოვლილი პაბების რაოდენობის შესახებ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მას რეკორდის დასამყარებლად დღე-ღამეში 50 პაბში დალევა შესთავაზეს, ყოველ მათგანში კი მეტ ელისს სულ მცირე 125 მილილიტრი ნებისმიერი სასმელი უნდა დაელია.

 

მოსამზადებელ ეტაპზე მეტ ელისმა საჭირო ობიექტებს შორის მოკლე მარშრუტები გაავლო. პაბებში მას კამერა დაჰყვებოდა, თითოეულ დაწესებულებაში რეკორდის დამყარებას ორი დამოუკიდებელი მოწმე ესწრებოდა.

 

საერთო ჯამში მეტ ელისმა დღე-ღამეში 51 პაბი მოიარა, სადაც მიირთვა ლუდი, ფორთოხლის წვენი, ღვინო, გაზიანი წყალი და სხვა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი