logo_geo
მედიის ცნობით, ავღანეთის დედაქალაქში ამერიკელი სამხედროების მიერ დრონით თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს აშშ კომპენსაციას გადაუხდის
- +

16 ოქტომბერი. 2021. 12:23

 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება ავღანეთის დედაქალაქში ამერიკელი სამხედროების მიერ დრონით თავდასხმის დროს დაღუპული ადამიანების 10 ოჯახს ფინანსურ კომპენსაციას გადაუხდის. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა ოჯახის წევრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.

 

თავდასხმა 29 აგვისტოს განხორციელდა, როცა აშშ-ს ავღანეთიდან საკუთარი ჯარები გაჰყავდა.

 

 

right_banner big_banner
არქივი