logo_geo
აშშ-ში ირემს კისრიდან მოხსნეს მძიმე საბურავი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ატარებდა
- +

16 ოქტომბერი. 2021. 13:07

 

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ირემი გაათავისუფლეს ტვირთისგან, რომელსაც ის ორი წლის განმავლობაში ატარებდა. საუბარია საბურავზე, რომელშიც მას კისერი ჰქონდა გაჭედილი.

 

ირემი კისერზე 10 კილოგრამამდე საბურავით არაერთხელ დააფიქსირეს ვიდეოხაფანგებმა. ამასთან, 2019 წლის შემდეგ, მრავალმა დამთვალიერებელმა საკუთარი თვალით იხილა ეს უჩვეულო სურათი. იყო საფრთხე, რომ ირემს, ზრდასთან ერთად, საბურავი გაგუდავდა.

 

გარემოსდამცველებმა ცხოველი დროებით დააძინეს. სამწუხაროდ, საბურავის მოსახსნელად, ირმის რქების მოჭრაც გახდა საჭირო.

 

„ის კარგად იქნება. გაზაფხულზე ახალი რქები ამოუვა“, - ამბობს კოლორადოს პარკის თანამშრომელი.

 

 

 

big_banner
არქივი