logo_geo
ესპანეთში ვულკანის ამოფრქვევა 4 კვირაა გრძელდება
- +

17 ოქტომბერი. 2021. 19:36

 

 

ესპანეთში, კუნძულ ლა პალმაზე ვულკანის ამოფრქვევა 4 კვირაა გრძელდება. ამის შესახებ AP წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ლავამ უკვე 1 800-ზე მეტი შენობა გაანადგურა, საბედნიეროდ, დროული ევაკუაციის შედეგად ამოფრქვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სახლების დატოვება 7 ათასამდე ადამიანს მოუწია. კანარის კუნძულების პრეზიდენტის, ანხელ ვიქტორ ტორესის თქმით, მეცნიერები ამოფრქვევას აკვირდებიან, ლავის ამოფრქვევა კი ამ დრომდე არ წყდება.

 

ვულკანის ამოფრქვევა 19 სექტემბერს დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი