ესპანეთში, კუნძულ ლა პალმაზე ვულკანის ამოფრქვევა 4 კვირაა გრძელდება. ამის შესახებ AP წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ლავამ უკვე 1 800-ზე მეტი შენობა გაანადგურა, საბედნიეროდ, დროული ევაკუაციის შედეგად ამოფრქვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სახლების დატოვება 7 ათასამდე ადამიანს მოუწია. კანარის კუნძულების პრეზიდენტის, ანხელ ვიქტორ ტორესის თქმით, მეცნიერები ამოფრქვევას აკვირდებიან, ლავის ამოფრქვევა კი ამ დრომდე არ წყდება.
ვულკანის ამოფრქვევა 19 სექტემბერს დაიწყო.