logo_geo
კოლინ პაუელის გარდაცვალების გამო, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სამხედრო ბაზებსა და აშშ-ის საელჩოებზე დროშის დაშვების ბრძანება გასცა
- +

18 ოქტომბერი. 2021. 22:58

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

 

„გენერალი კოლინ პაუელი შეუდარებელი ღირსების პატრიოტი იყო. ის როგორც მეომრის, ასევე დიპლომატის უმაღლეს იდეალებს ასახიერებდა. ის დემოკრატიული ღირებულებებით ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძლიერს ხდის. კოლინ პაუელი კარგი ადამიანი იყო და ვამაყობ იმით, რომ ჩემს მეგობარს ვუწოდებდი. ის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

 

გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სამხედრო ბაზებსა და აშშ-ის საელჩოებზე 22 ოქტომბრამდე დროშის დაშვების ბრძანება გასცა.

 

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო, კოლინ პაუელი 84 წლისა გარდაიცვალა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი