logo_geo
სირიის დედაქალაქში სამხედრო ძალების ავტობუსი აფეთქდა
- +

20 ოქტომბერი. 2021. 10:06

 

 

სირიის დედაქალაქ დამასკოში სამხედრო ძალების ავტობუსი აფეთქდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გავრცელებული ვერსიით, ავტობუსში, რომელიც ქალაქის ცენტრში აფეთქდა, სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი