logo_geo
ვულკანის ამოფრქვევის გამო ლა-პალმაზე დარჩენილი ძაღლების გადარჩენას დრონების დახმარებით გეგმავენ
- +

20 ოქტომბერი. 2021. 14:06

 

 

ესპანეთში, დრონების ოპერატორმა კომპანიამ კუნძულ ლა-პალმაზე დარჩენილი ძაღლების გადარჩენის ნებართვა მიიღო. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, კუნძულზე, სადაც ვულკანის ამოფრქვევა უკვე მეხუთე კვირაა გრძელდება, 3 ძაღლია დარჩენილი. ისინი ვულკანის მახლობლად მიტოვებულ ეზოში არიან, რომელიც ვულკანური ფერფლით არის დაფარული. ბოლო დღეების განმავლობაში მათ დრონებით საკვებს აწვდიან.

 

იმის გამო, რომ ამოფრქვევა ამ დრომდე გრძელდება, ადგილზე ვერტმფრენით მისვლა სახიფათოა. ამიტომ, მათ გადარჩენას დრონებით შეეცდებიან. ამისთვის დრონებს დისტანციურად მართვად ბადეებს მიამაგრებენ, რომლითაც ძაღლებს სათითაოდ დაიჭერენ და ლავის ნაკადებზე გადააფრენენ.

 

ვულკანის ამოფრქვევა 19 სექტემბერს დაიწყო. ლავამ უკვე 1 800-ზე მეტი შენობა გაანადგურა, საბედნიეროდ, დროული ევაკუაციის შედეგად ამოფრქვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სახლების დატოვება 7 ათასამდე ადამიანს მოუწია.

big_banner
არქივი