logo_geo
ანგელა მერკელი: ვისაუბრებთ რა სახის ეკონომიკური სანქციები შეგვიძლია განვიხილოთ ბელარუსთან დაკავშირებით
- +

21 ოქტომბერი. 2021. 19:08

 

 

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, კანონის უზენაესობა არის ევროკავშირის ძირითადი ასპექტი, რომელმაც პოლონეთთან შეთანხმების მიღწევის გზები და მიგრაციის საკითხებზე საერთო აზრი უნდა გამონახოს.

 

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ ურთიერთობების განახლების გზები, რადგან ევროპულ სასამართლოში საქმეების კასკადი არ არის გამოსავალი", - განაცხადა მერკელმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.

 

მისი თქმით, სამიტზე ევროპელი ლიდერები ასევე ისაუბრებენ მიგრაციის საკითხზე, ვინაიდან, ეს თემა უფრო აქტუალური გახდა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ პოლონეთის, ლიტვისა და გერმანიის მიმართ განხორციელებული "ჰიბრიდული ქმედებების" შემდეგ.

 

”ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა სახის ეკონომიკური სანქციები შეგვიძლია განვიხილოთ, რათა ნათლად დავაფიქსიროთ, რომ ვგმობთ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ადამიანებით ვაჭრობის ამ ფორმას”, - განაცხადა მერკელმა.

 

გერმანიის კანცლერის თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ მიგრაციასთან დაკავშირებით საერთო ენა ჯერჯერობით ვერ გამონახა.

 

 

right_banner big_banner
არქივი