logo_geo
ალეკ ბოლდუინმა ფილმის გადაღების დროს შემთხვევით ერთი ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა
- +

22 ოქტომბერი. 2021. 10:19

 

 

ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღით ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი მოკლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

დაჭრილია ასევე ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუსი. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ სანტა-ფესთან მოხდა.

 

ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა. იარაღი სარეკვიზიტო ნივთი იყო.

 

მედიის ცნობით, ახლა პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, რა მოხდა სინამდვილეში. ბოლდუინი უკვე დაკითხეს, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

 

 

 

 

big_banner
არქივი