logo_geo
დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ დელტა“ შტამის ქვევარიანტი, AY.4.2-ი უფრო გადამდები შეიძლება იყოს
- +

22 ოქტომბერი. 2021. 20:02

 

 

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამის ქვევარიანტს, AY.4.2-ს სწავლობს.

 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქვევარიანტი AY.4.2-ი უფრო გადამდები შეიძლება იყოს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი.

 

„ბოლო თვეების განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში აღნიშნული ქვეხაზი უფრო გავრცელებული გახდა და არსებობს ადრეული მტკიცებულება, რომ მას დიდ ბრიტანეთში ზრდის უფრო მაღალი ტემპი შეიძლება ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს ჯერ კიდევ ვიღებთ, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ეს ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს ან არსებულ ვაქცინებს ნაკლებად ეფექტურს ხდის“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი