logo_geo
როგორ აღმოჩნდა დატენილი იარაღი ალეკ ბოლდუინის ხელში
- +

23 ოქტომბერი. 2021. 12:30

 

 

მსოფლიო პრესა ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა დატენილი იარაღი ალეკ ბოლდუინის ხელში, რასაც გადასაღებ მოედანზე ტრაგედია მოჰყვა.

 

მედიის ინფორმაციით, 24 წლის ჰანა გუტიერესმა, რომელიც იარაღზე იყო პასუხისმგებელი, გადასაღები სივრცის გარეთ, ეტლზე, სამი იარაღი დადო. მოგვიანებით, რეჟისორის პირველმა ასისტენტმა დეივ ჰოლსმა სამიდან ერთ-ერთი იარაღი აიღო და მსახიობ ბოლდუინს გადასცა ისე, რომ არ იცოდა მასში ნამდვილი ტყვიების არსებობის შესახებ.

 

ჰანა გუტიერესი ჰოლივუდში მომუშავე ლეგენდარული ტელ რიდის ქალიშვილია. მამა მას ბავშვობიდან ავარჯიშებდა.

 

ცოტა ხნის წინ, გუტიერესმა პირველად იმუშავა ფილმზე „The Old Way“, სადაც მთავარ როლს ნიკოლას ქეიჯი ასრულებს.

 

ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ფილმ „Rust“-ის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღით ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი მოკლა. დაჭრილია ასევე ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუსი. ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა.

 

 

big_banner
არქივი