logo_geo
უზბეკეთის ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი შავკათ მირზიიოვი ლიდერობს
- +

25 ოქტომბერი. 2021. 20:33

 

 

უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი შავკათ მირზიიოვი ლიდერობს.

 

წინასწარი მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებში ხმების 80.1 პროცენტი მიიღო. უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზაინიდან ნიზამხოჯაევის განცხადებით, არჩევნებში აქტივობამ 81,62 პროცენტი შეადგინა. მისივე თქმით, არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდა.

 

უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. ეუთო-ს შეფასებით, უზბეკეთში კანდიდატებს შორის კონკურენცია არ იყო. მათივე განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატები მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკას ერიდებოდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი