logo_geo
ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას რეკომენდაცია გაუწია
- +

26 ოქტომბერი. 2021. 00:37

 

 

ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna-ს ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას რეკომენდაცია გაუწია.

 

მარეგულირებელმა განაცხადა, რომ 18 წლისა და 18 წლის ზემოთ ასაკის პირებს Moderna-ს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღება მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, 6 თვეში შეუძლიათ.

 

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მონაცემები ცხადყოფს, რომ მეორე დოზიდან 6-8 თვეში Moderna-ს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ზრდასრულებში ანტისხეულების დონის გაზრდას იწვევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი