ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna-ს ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას რეკომენდაცია გაუწია.
მარეგულირებელმა განაცხადა, რომ 18 წლისა და 18 წლის ზემოთ ასაკის პირებს Moderna-ს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღება მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, 6 თვეში შეუძლიათ.
ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მონაცემები ცხადყოფს, რომ მეორე დოზიდან 6-8 თვეში Moderna-ს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ზრდასრულებში ანტისხეულების დონის გაზრდას იწვევს.