logo_geo
„Microsoft“ რუსეთიდან კიბერშეტევების ახალ ტალღაზე იუწყება
- +

26 ოქტომბერი. 2021. 12:10

 

 

 

ამერიკული IT-გიგანტი, „Microsoft“ რუსეთიდან კიბერშეტევების ახალ ტალღაზე იუწყება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჰაკერული ჯგუფი სახელწოდებით „Nobelium“ ახალ ფართომასშტაბურ ოპერაციას ატარებს, რომლის სამიზნე აშშ-ში ასობით კომპანიისა და ორგანიზაციის კომპიუტერული სისტემებია.

 

კომპანიის განცხადებით, ივლისის დასაწყისიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით „Microsoft“-მა თავის დაახლოებით 600 კლიენტს შეატყობინა, რომ ისინი, საერთო ჯამში, 22.9 ათასი ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდნენ.

 

„Microsoft“-ის ვიცე-პრეზიდენტი, ტომ ბერტი აცხადებს, რომ კიბერშეტევის უკან რუსული წარმოშობის ჰაკერული ჯგუფი „Nobelium“ დგას. „Microsoft“-ის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ჯგუფს IT-კომპანია „SolarWinds“-ზე კიბერშეტევასთან კავშირი აქვს.

 

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ხელისუფლებისა და სხვა ექსპერტების აზრით, „Nobelium“ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ნაწილია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი