logo_geo
სერგეი ლავროვი: რუსეთს შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა არ აქვს და ქვეყანა ნებისმიერ საფრთხესთან გასამკლავებლად მზადაა
- +

1 ნოემბერი. 2021. 01:29

 

 

„რუსეთს შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა არ აქვს და ქვეყანა ნებისმიერ საფრთხესთან გასამკლავებლად მზადაა", – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიდი ოცეულის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების დროშის დემონსტრირება შავ ზღვაში მსოფლიოში არსებულ ვითარებას სტაბილურობას არ მატებს. სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატო-ს გეგმა, რუმინეთისა და ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე შექმნას ახალი საზღვაო ბაზები, არ აკმაყოფილებს რეგიონში კეთილმეზობლობის ინტერესებს.

 

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აპირებს ნატო. ჩვენ ვეყრდნობით ფაქტებს და ფაქტები ისეთია, რომ ნატო-ს ჩვენთან არანაირი ურთიერთქმედება არ სურს. მას სურდა, როდესაც ჯერ კიდევ გვყავდა ჩვენი წარმომადგენლები რუსეთ-ნატოს საბჭოში, მხოლოდ ცხოვრება ესწავლებინა ჩვენთვის და ყოველ ჯერზე მოითხოვდა: „მოდით, შევიკრიბოთ რუსეთ-ნატოს საბჭოში და განვიხილოთ უკრაინა“. ეს იყო მათი მთელი ინტერესი – პროპაგანდის გაჩაღება და რუსეთზე ზეწოლა“, – აღნიშნა ლავროვმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი