logo_geo
ტაილანდი, 60-ზე მეტი ქვეყნიდან, ვაქცინირებული ტურისტებისთვის გაიხსნა
- +

1 ნოემბერი. 2021. 11:11

 

 

დღეს ტაილანდში ათობით ათას მოგზაურს ელოდებიან. ქვეყანამ 18-თვიანი კოვიდშეზღუდვა მოხსნა, - ამის შესახებ BBC წერს. 60-ზე მეტი ქვეყნიდან, რომელიც დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება, ადამიანებს, რომლებიც ორი დოზით არიან აცრილები, სასტუმროში კარანტინის გავლის გარეშე შეეძლებათ ტაილანდის მონახულება. თავად ტაილანდში მოსახლეობის მხოლოდ 42%-ია სრულად ვაქცინირებული. დღის განმავლობაში, ქვეყანაში, საშუალოდ, კოვიდინფიცირების 10 ათასამდე შემთხვევა ვლინდება.

 

 

 

big_banner
არქივი