logo_geo
„ალ-ჯაზირა“: ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, ათობით დაჭრილია
- +

2 ნოემბერი. 2021. 15:27

 

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ აფეთქებებს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა, 43 კივდაიჭრა. ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ისლამური საამიროების მთავრობის წარმომადგენელ ბილალ კარიმიზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ორივე მძლავრი აფეთქება სარდარ მოჰამად დაუდ ხანის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის მახლობლად მოხდა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ ისმოდა სროლის ხმა.

 

ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ დგას აფეთქების უკან.

 

 

big_banner
არქივი