logo_geo
აშშ-მა და ევროკავშირმა 2030 წლისთვის მეთანის ემისიის შესამცირებლად გლობალური პარტნიორობა გამოაცხადეს
- +

2 ნოემბერი. 2021. 19:16

 

აშშ-მა და ევროკავშირმა 2030 წლისთვის მეთანის ემისიის შესამცირებლად გლობალური პარტნიორობა გამოაცხადეს.

 

აშშ-ისა და ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც 2030 წლისთვის, 2020 წელთან შედარებით, მეთანის ემისიის 30%-ით შემცირებას ითვალისწინებს, 100-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა.

 

აღსანიშნავია, რომ „მეთანის გლობალური ვალდებულების“ პაქტს არ უერთდებიან ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი.

 

მეთანი ერთ-ერთი მთავარი სათბური გაზია და მისი ემისია კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ითვლება.

 

„ჩვენ ვერ დაველოდებით 2050 წელს. ჩვენ სწრაფად უნდა შევამციროთ გამონაბოლქვი. მეთანის ემისიების შემცირება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რამ არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია გლობალური დათბობის მოკლევადიან პერსპექტივაში შესამცირებლად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი