logo_geo
ჩინეთში კორონავირუსის აფეთქებაა
- +

3 ნოემბერი. 2021. 11:48

 

 

 

ჩინეთში გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა გამოავლინეს. მათგან 35 – ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ხეიხეიში.

 

მედია წერს, რომ 1 ნოემბერს ქვეყანაში 54 შემთხვევა დადასტურდა, 31 ოქტომბერს – 59, ხოლო 30 ოქტომბერს – 48 შემთხვევა.

 

შესაბამისი მონაცემი დღეს, ქვეყნის ჯანდაცვისა და გეგმური შობადობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტმა გაავრცელა.

 

ჩინეთში „შიდა“ ინფიცირების პიკი 17 ოქტომბერს დაიწყო. ამ დღიდან ქვეყნის 17 რაიონსა და პროვინციაში ინფიცირების სულ 500 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

ჩინური მედია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ მკაცრი ზომებისა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო, ინფიცირების არეალი ფართოვდება და ეს „შემაშფოთებელი ფაქტია“.

 

ქვეყნის ხელისუფლება პეკინის მაცხოვრებლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქის დატოვებისგან, გადადონ ქორწილები, გაამარტივონ დაკრძალვის პროცედურა, შეამცირონ მასობრივი ღონისძიებები.

 

მოსახლეობის მიგრაციის შესამცირებლად, პეკინის აეროპორტში ნახევარზე მეტი დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა.

 

 

 

big_banner
არქივი