logo_geo
მსოფლიო პატრიარქის ჰოსპიტალიზაცია იგეგმება
- +

3 ნოემბერი. 2021. 21:22

 

 

 

მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს ჰოსპიტალიზაცია დღეს იგეგმება. ამჯერად მას ანგიოგრამას ჩაუტარებენ იმის დასადგენად, სჭირდება თუ არა სტენტირება. ამის შესახებ აშშ-ში საბერძნეთის მთავარი საეპისკოპოსო იუწყება.

 

ცნობილია, რომ 23 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლის პატრიარქი აშშ-ში 12 - დღიანი ვიზიტით ჩავიდა, მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მან თავი ცუდად იგრძნო ხანგრძლივი ფრენისა და მრავალფეროვანი ღონისძიებების შედეგად.

 

პატრიარქი საავადმყოფოდან მეორე დღესვე გაწერეს, რის შემდეგაც ის აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა.

 

დღეს მთავარმა საეპისკოპოსომ გაავრცელა განცხადება, რომ აშშ-ში ვიზიტის დასასრულს, პატრიარქმა ბართლომემ მანჰეტენზე მდებარე საავადმყოფოში სამედიცინო კვლევა ჩაიტარა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ამერიკიდან გამგზავრება შეეძლო.

 

მოგვიანებით, მთავარმა საეპისკოპოსომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჭირო გახდა ახალი სამედიცინო კვლევა.

 

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე 81 წლისაა. მისი კონსტანტინეპოლის პატრიარქად ინტრონიზაცია ზუსტად 30 წლის წინ შედგა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი