logo_geo
სახელმწიფო დეპარტამენტმა კიბერდაჯგუფება DarkSide-ის ლიდერების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა
- +

5 ნოემბერი. 2021. 13:48

 

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიბერდაჯგუფება DarkSide-ის ლიდერების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.

 

„ამ ჯილდოს შეთავაზებით, აშშ თავის ვალდებულებას ავლენს, მსოფლიოს მასშტაბით გამომძალველი პროგრამების მსხვერპლები კიბერკრიმინალებისგან დაიცვას“, - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

კიბერდაჯგუფების ლიდერების შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აწესებს 5 მილიონი დოლარის ჯილდოს იმ ინფორმაციისთვის, რომლის შედეგადაც, ნებისმიერ ქვეყანაში იმ პირების დაპატიმრება ან გასამართლება მოხდება, რომლებიც DarkSide-ის საქმიანობაში მონაწილეობას ცდილობენ.

 

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, კიბერდაჯგუფება DarkSide-ი რუსეთშია დაფუძნებული.

 

აშშ აღნიშნულ დაჯგუფებას მიმდინარე წლის მაისში ნავთობსადენის ფუნქციონირების შეფერხებაში ადანაშაულებს.

 

 

 

big_banner
არქივი