logo_geo
აშშ-ში აფთრებს კორონავირუსი დაუდგინდათ
- +

6 ნოემბერი. 2021. 10:33

 

 

აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში 2 აფთარს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ დენვერის ზოოპარკი ავრცელებს.

 

ეს აფთრების კორონავირუსით ინფიცირების მსოფლიოში პირველი შემთხვევაა. ინფიცირების ფაქტი კოლორადოს უნივერსიტეტის ვეტერინარული დიაგნოსტიკის ლაბორატორიამ და აშშ-ის სოფლის მეურნეობის ვეტერინარული სამსახურის ლაბორატორიამ დაადასტურეს.

 

ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, კოვიდინფიცირებულ აფთრებს ზოგადი სისუსტე და პერიოდული ხველება აღენიშნებათ.

 

 

big_banner
არქივი