logo_geo
ავიაკატასტროფის შედეგად ბრაზილიაში ცნობილი მომღერალი მარილია მენდონსა დაიღუპა
- +

6 ნოემბერი. 2021. 11:46

 

 

ავიაკატასტროფის შედეგად ბრაზილიაში ცნობილი მომღერალი მარილია მენდონსა დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

მომღერალი 26 წლის იყო. კერძო თვითმფრინავი მინას-ჟერაისის შტატში ჩამოვარდა. მარილია მენდოსასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა – მომღერლის ბიძა, პროდიუსერი და ეკიპაჟის ორი წევრი.

 

მუსიკოსს ავიაკატასტროფის ადგილიდან 12 კილომეტრში მდებარე ქალაქ კარანტინგაში პარასკევს კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი.

 

ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

 

ქანთრის მომღერალი, მინას მენდონსა 2019 წლის ლათინური გრემის გამარჯვებული იყო. მან მუსიკალური კარიერა მოზარდობის ასაკში დაიწყო და 2016 წელს ბრაზილიის ეროვნული ვარსკვლავი გახდა. გასულ წელს „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო გამოცხადებული ლოკდაუნის დროს მენდონსამ ონლაინ-კონცერტების სერია გამართა, რომელთაგან ერთ-ერთის ტრანსლაცია მაყურებელთა რაოდენობით რეკორდული იყო.

 

ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ პირდაპირ ტრანსლაციას 3,3 მილიონი ადამიანი უყურებდა.

 

მენდონსას ორი წლის შვილი დარჩა.

 

 

big_banner
არქივი