დასავლეთ აფრიკაში, სიერა-ლეონეს დედაქალაქ ფრითაუნში აფეთქდა ნავთობით დატვირთული ავტომობილი, რომელიც გზაჯვარედინზე, ინტენსიური მოძრაობის ადგილას, სხვა მანქანას შეეჯახა, - ამის შესახებ BBC წერს.
დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა, მაგრამ, როგორც ქალაქის მერმა Facebook-ზე დაწერა, 100-ზე მეტი მსხვერპლის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
საპორტო ქალაქში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ბოლო წლებში რამდენიმე კატასტროფა მოხდა - მიმდინარე წლის მარტში, ძლიერი ხანძრისას, 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა; 2017 წელს, ძლიერი წვიმით გამოწვეულ მეწყერებსა და ნგრევას 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.