logo_geo
ავსტრიის ხელისუფლება 8 ნოემბრიდან შეზღუდვებს დაუწესებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით
- +

6 ნოემბერი. 2021. 15:40

 

ავსტრიის ხელისუფლება 8 ნოემბრიდან შეზღუდვებს დაუწესებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ აქვთ გაკეთებული. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა.

 

თუ მანამდე მოქალაქეებს ტესტის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში საზოგადოებრივ, ან გასართობ ადგილებში შესვლის უფლებას აძლევდნენ, ახლა მხოლოდ ვაქცინირებული პირები ან ინფექციამოხდილი ადამიანები დაიშვებიან კაფეებში, რესტორნებსა და სილამაზის სალონებში.

 

ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 64% სრულად ვაქცინირებულია, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს შეესაბამება, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სტატისტიკაა დასავლეთ ევროპაში.

 

ბევრი ავსტრიელი ვაქცინაციას სკეპტიკურად უყურებს ისევე, როგორც ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია, რომელიც ქვეყნის პარლამენტში სიდიდით მესამეა.

 

„ზრდა განსაკუთრებულია და ინტენსიური თერაპიის საწოლების დაკავება იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე ველოდით“, – აღნიშნა შალენბერგმა.

 

 

big_banner
არქივი