logo_geo
მადრიდში აქლემები ცირკიდან გაიქცნენ და ქუჩებში „გაისეირნეს“
- +

6 ნოემბერი. 2021. 16:44

 

 

ესპანეთის დედაქალაქში, მადრიდში, ქალაქის დასავლეთით მდებარე დასახლებაში (Carabanchel) მდებარე ცირკიდან 8 აქლემი და 1 ლამა შუაღამისას გაიქცა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ცირკის (Quiros Circus) მენეჯერი ამბობს, რომ ელექტროღობე, რომლითაც ტერიტორიაა შემოღობილი, ერთ ადგილას გაჭრილი დახვდათ. დაწესებულების ადმინისტრაცია ცხოველების უფლებადამცველებზე მიანიშნებს, რომლებიც გამუდმებით აპროტესტებენ მათ ცირკში ყოფნას.

 

შემთხვევისას არავინ დაზარალებულა. ცხოველები ცირკში უსაფრთხოდ დააბრუნეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი