logo_geo
თვითმფრინავიდან 20-ზე მეტი მგზავრის გაქცევის გამო, ესპანეთში ათობით ავიარეისი შეფერხდა
- +

7 ნოემბერი. 2021. 13:10

 

 

„ესპანეთის ქალაქ პალმაში მდებარე აეროპორტი 4 საათით დაიხურა. მიზეზი Air Arabia-ს თვითმფრინავიდან მგზავრების გაქცევა იყო“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

თვითმფრინავი მაროკოდან თურქეთისკენ, სტამბულში მიფრინავდა. საგანგებო სამსახურმა მიიღო შეტყობინება, რომ ერთ-ერთი მგზავრი, მაროკოელი კაცი, დიაბეტურ კომაში ჩავარდა. ამის გამო, თვითმფრინავი პალმას აეროპორტში დაეშვა.

 

დაშვების შემდეგ, 21 მგზავრი გაიქცა და შეძლო პერიმეტრის ირგვლივ შემოვლებული ღობის გადალახვა. პოლიციამ გაქცეულთა ნაწილი დააკავა, თუმცა, 12 მგზავრს, ქვეყანაში უკანონოდ შესვლის გამო, ამ დრომდე ეძებენ.

 

კაცი, რომელმაც თქვა, რომ ცუდად იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. ის დაკავებულია, თუმცა მისი თანმხლები პირი ამ დრომდე იძებნება.

 

სამართალდამცველები ადგენენ, გაქცეულმა პირებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტეს ესპანეთში უკანონოდ შესვლა თუ საქმე წინასწარ, კარგად ორგანიზებულ დანაშაულთან აქვთ.

 

ინციდენტის შედეგად, 60-მდე ეროვნული და საერთაშორისო რეისი გადამისამართდა ან გადაიდო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი