logo_geo
ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდის გამო, სიდნეიში შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება
- +

7 ნოემბერი. 2021. 17:00

 

 

„ავსტრალიის უდიდეს ქალაქში სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებულ შეზღუდვასაც მოხსნიან. მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდაა“, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქში მცხოვრებთა თითქმის 90% უკვე აიცრა კოვიდვაქცინით. სიდნეის მმართველი პირები ამბობენ, რომ საბოლოო მიზანი მოსახლეობის 95%-ის აცრაა.

 

ბოლო დროს სიდნეიში ანტივაქსერთა რამდენიმე ხალხმრავალი აქცია ჩატარდა, თუმცა მათ გამოსვლებს ვაცინაციის ტემპზე დიდი გავლენა არ მოუხდენია - ქვეყანაში ვაქცინის მოწინააღმდეგეთა პროცენტული წილი ერთნიშნა ციფრებს არ სცდება.

 

ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდან, ავსტრალიამ მსოფლიო პანდემიას მკაცრი შეზღუდვების დაწესებით უპასუხა - ჩაკეტა საზღვრები და ფაქტობრივად, არავის ჰქონდა ქვეყანაში შესვლის უფლება, თუ მოქალაქე ან მუდმივი მცხოვრებელი არ იყო. გარდა ამისა, მოქმედებდა ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვებიც.

 

 

 

 

big_banner
არქივი