logo_geo
დონბასში შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ორმა კი სხეულის დაზიანება მიიღო
- +

8 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

 

დონბასში შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ორმა კი სხეულის დაზიანება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

დაშავებული უკრაინელი სამხედროებიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორესი კი დამაკმაყოფილებელი.

 

უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა ბოლო ერთ დღეში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რვაჯერ დაარღვიეს, ორ შემთხვევაში კი მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენეს.

 

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის არმიის უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეხების ხაზი გადაკვეთეს, ერთ-ერთი მათგანი კი უკრაინელმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი